Accessibility links

თბილისში გუშინ დაჭრილი მოზარდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა


თბილისში, ხორავას ქუჩაზე გუშინ დაჭრილი მოზარდი დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩხუბის დროს დაჭრილი მეორე მოზარდი სააავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილი 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG