Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიდო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა


გადაიდო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა, რომელიც 8 დეკემბერს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო. ევროკავშირის საბჭოს პრესმდივანმა, ვირჯინი ბატუმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეხვედრა გადაიდო საქართველოს მხარის თხოვნით და იმედი გამოთქვა, რომ ის მომავალი წლის დასაწყისშივე გაიმართება. ასოცირების საბჭო წარმოადგენს უმაღლეს ოფიციალურ ორგანოს, რომელიც შეიქმნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

XS
SM
MD
LG