Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა გამოაცხადა საბოლოო გამარჯვება „ისლამურ სახელმწიფოზე“


ერაყის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის საბოლოო გამარჯვებით დასრულდა. „ჩვენ მტრებს სურდათ, ჩვენი ცივილიზაციის განადგურება, მაგრამ ჩვენმა ერთიანობამ და რწმენამ გამარჯვება მოგვიტანა“, - განაცხადა 9 დეკემბერს ბაღდადში ჰეიდარ ალ-აბადიმ და აღნიშნა, რომ ერაყის ტერიტორია მთლიანად არის გათავისუფლებული ექსტრემისტებისგან, ხოლო სირიასთან საზღვარს ერაყელი სამხედროები აკონტროლებენ. ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წლის გაზაფხულზე ხელთ იგდო ერაყისა და სირიის ტერიტორიების დიდი ნაწილი და მასზე ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG