Accessibility links

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც განაგრძობს ძალისხმევას ირანში დაბადებული ბრიტანელი ქალის გასათავისუფლებლად, თეირანში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როჰანის. ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით როჰანიმ და ჯონსონმა „გულღიად ისაუბრეს“ მრავალ საკითხზე, მათ შორის ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის ბედზე. ზაღარი-რატკლიფი, რომელიც თეირანში დააპატიმრეს 2016 წლის აპრილში, ხუთწლიან სასჯელს იხდის სახელმწიფო უშიშროების სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის. მანამდე, 9 დეკემბერს ბრიტანეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ბორის ჯონსონმა ირანელ კოლეგას ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის გათავისუფლება სთხოვა. 4 ნოემბერს, ზაღარი-რატკლიფი დაუგეგმავ პროცესზე მიიყვანეს და წაუყენეს ბრალდება, რომ „რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდას“ ავრცელებდა. ამის საბაბი გახდა სწორედ ჯონსონის განცხადება, საპარლამენტო კომიტეტის წინაშე, რომ ნაზანინი ირანში „ჟურნალისტებს წვრთნიდა“. ჯონსონმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა განცხადებისთვის და განმარტა, რომ ეს არ იყო სიმართლე, რომ ზაღარი-რატკლიფი მხოლოდ ნათესავებს ეწვია ირანში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG