Accessibility links

შიო ხეცურიანმა უარი თქვა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე


კანდიდატურა მოხსნა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პრეტენდენტმა, შიო ხეცურიანმა. მან თბილისში, 11 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველა თანამოაზრეს, ვინც საარჩევნო კამპანიის დროს გვერდით ედგა და ებრძოდა ფედერაციის ხელმძღვანელობის უსამართლობას. „ეს უსამართლობა გრძელდება და დღესაც არ ვიცით დელეგატების სია“ - აღნიშნა შიო ხეცურიანმა. მისივე თქმით, მთელი მონდომებით ცდილობდნენ ქართულ კალათბურთში პროგრესისკენ წასვლას, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს გარკვეული პირების პირადი ინტერესების დამარცხება. „შესაბამისად, გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და კანდიდატურას ვხსნი" - განაცხადა შიო ხეცურიანმა. მან ფედერაციის მომავალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. შიო ხეცურიანის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კენჭს იყრის მხოლოდ პაატა გურასპაული. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოება შიო ხეცურიანის გადაწყვეტილებას პატივისცემით უნდა მოეკიდოს. გურასპაული არ იზიარებს ხეცურიანის შეფასებას ფედერაციის ხელმძღვანელთა უსამართლობის შესახებ და ეჭვი არ ეპარება გამგეობის წევრების პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 11 დეკემბერს აირჩევენ.

XS
SM
MD
LG