Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელებაზე


დონალდ ტუსკი

ბრიუსელში გრძელდება ევროკავშირის ლიდერთა სამიტი. ფორუმის პირველ დღეს, 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები შეთანხმდნენ უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ ნახევარი წლით გაგრძელებაზე. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა გვიან ღამით, ტვიტერზე დაწერა, რომ ევროკავშირი ერთიანია რუსეთის საწინააღმდეგო ეკონომიკური სანქციების საკითხში. 14 დეკემბერს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში განაცხადეს, რომ რუსეთი არ ასრულებს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას, ამიტომ სანქციები უნდა გაგრძელდეს. ევროკავშირმა რუსეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური, ფინანსური და სავიზო სანქციები 2014 წელს დაუწესა ყირიმის ანექსიის და დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. 2017 წელს სანქციები ორჯერ, იანვარსა და ივნისში გაგრძელდა 6-6 თვით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG