Accessibility links

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესი მეორე ეტაპზე გადავიდა


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ბრექსიტის მეორე ეტაპის დაწყებას. ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 15 დეკემბერს გამოაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა. ბრექსიტზე მოლაპარაკებების მეორე ეტაპზე იმსჯელებენ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის შესახებ. ეს ეტაპი, სავარაუდოდ, მარტამდე არ დაიწყება. მანამდე მხარეები აწარმოებენ დისკუსიას ურთიერთობის პრინციპების თაობაზე გარდამავალ პერიოდში, რომელიც, სავარაუდოდ, 2019-დან 2021 წლამდე გაგრძელდება. ბრექსიტზე მოლაპარაკების მეორე ეტაპზე გადასვლა შესაძლებელი გახდა, როცა ლონდონმა და ბრიუსელმა რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ მიაღწიეს თანხმობას ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებებზე, ლონდონის საფინანსო ვალდებულებებზე და ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის სტატუსზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG