Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ფრაქცია ფატაჰი გამოდის "გაბრაზებული" დემონსტრაციის მოწოდებით, პენსის ვიზიტის გასაპროტესტებლად


პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ფრაქცია ფატაჰი გამოდის 20 დეკემბერს "გაბრაზებული" დემონსტრაციის მოწყობის მოწოდებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის იერუსალიმში ვიზიტის გასაპროტესტებლად. მოწოდების ფონია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა 6 დეკემბერს, როცა მან გამოაცხადა, რომ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და დაიწყებს ამ გაყოფილ ქალაქში აშშ-ის საელჩოს გადატანის პროცესს. ტრამპის გადაწყვეტილებამ ბევრი აღაშფოთა არაბულ და მუსლიმურ სამყაროში, ისევე, როგორც აშშ-ის მოკავშირეებში ევროპასა და სხვაგან. გაეროს უშიშროების საბჭომ 16 დეკემბერს დაიწყო რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომლითაც ტრამპის გადაწყვეტილება უნდა უარყონ. რეზოლუციის დასამტკიცებლად ცხრა ხმა იქნება საჭირო, თუმცა აშშ-ს საშუალება ექნება მას ვეტო დაადოს. იერუსალიმის სტატუსი წარმოადგენს ერთ-ერთ უმწვავეს საკითხს ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში. პალესტინელები მას მიიჩნევენ მათი სამომავლო სახელმწიფოს დედაქალაქად. ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსირება მოახდინა და მთელი ქალაქი საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადა, თუმცა ეს ნაბიჯი არასოდეს უღიარებია საერთაშორისო თანამეგობრობას. ქვეყნების უმეტესობას თავიანთი საელჩოები თელ-ავივში აქვს განთავსებული.

XS
SM
MD
LG