Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ეკლესიაზე თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე შვიდი ადამიანი


პაკისტანიდან იუწყებიან, რომ სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ეკლესიაში, სამხრეთდასავლეთის ქალაქ ყეტაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ". ბალოჩისტანის პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრის, სარფარაზ ბუგტის თქმით, თავდასხმა ორმა ექსტრემისტმა მოაწყო მეთოდისტთა ეკლესიაზე. მინისტრის თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა ეკლესიის შესასვლელთან, მაშინ, როცა შობის დღესასწაულის წინ, მსახურებაზე ტაძარში 400-მდე მამაკაცი, ქალი და ბავშვი იყო შეკრებილი. მეორე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა მანამ, სანამ ის თავის აფეთქებას მოასწრებდა - აცხადებს მინისტრი. ბალოჩისტანში, რომელიც ავღანეთს და ირანს ესაზღვრება, ხშირია ძალადობა კონფესიებს შორის, ისევე, როგორც თავდასხმები ექსტრემისტების მხრიდან და სეპარატისტული ამბოხება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა 2004 წლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG