Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ამერიკას ადანაშაულებს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე კენჭისყრის წინ


თურქეთი ამერიკას ადანაშაულებს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე კენჭისყრის წინ, სხვა ქვეყნების დაშინებასა და მუქარაში. ამის შესახებ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. „ჩვენ ვიცით, რომ აშშ, რომელიც მარტო დარჩა, მუქარის მეთოდს მიმართავს. ეპოქა შეიცვალა. არც ერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არ დანებდება ასეთ ზეწოლას. ყველა მიიღებს თავის სინდისთან შესაბამის გადაწყვეტილებას. ამერიკამ უარი უნდა თქვას ასეთ მეთოდებზე“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებთან საუბრისას ნიუ-იორკში გამგზავრების წინ.

XS
SM
MD
LG