Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: აშშ დაფინანსებას შეუწყვეტს ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმთან დაკავშირებით ამერიკას შეეწინააღმდეგებიან


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს. „ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. გუშინ, გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით დააკვირდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას, რომელზეც იერუსალიმის საკითხი განიხილება.

XS
SM
MD
LG