Accessibility links

ანსამბლმა „შვიდკაცამ“ შეასრულა საქართველოს ჰიმნი NBA-ს მატჩზე


20 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მატჩზე. საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტურის მატჩის მსვლელობის დროს, რომელიც „გოლდენ სტეიტ უორიორზისა“ და „მემფის გრიზლის“ შორის გაიმართა, ანსამბლმა „შვიდკაცამ“ საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. ანსამბლ „შვიდკაცას“ წვერები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ზაზა ფაჩულიას და მისი კლუბის, NBA-ს მოქმედი ჩემპიონის, „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ოფიციალური მოწვევით იმყოფებიან. ქართველი მომღერლების ამერიკაში მიწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც NBA-ს ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, მისი კლუბის, „გოლდენ სტეიტის“ საჩემპიონო თასი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ამოგზაურა. თავად ზაზა ფაჩულიას 20 დეკემბერს გამართულ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ის დარბაზში იმყოფებოდა. იმავე საღამოს, გულშემატკივრებს ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო თოჯინა''Bubble Head" დაურიგდათ, რომელზეც ქართველი კალათბურთელი საქართველოს დროშით და NBA-ს საჩემპიონო თასითაა გამოახული. შეხვედრა “გოლდენ სტეიტმა” 97:84 მოიგო.

XS
SM
MD
LG