Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელბურნში დააკავეს ორი ადამიანი, რომლებმაც მანქანა დააჯახეს ფეხით მოსიარულეებს


ავსტრალიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც ქალაქ მელბურნში მანქანა დაეჯახა ფეხით მოსიარულეებს და დაშავდა, სულ ცოტა, 19 ადამიანი. ცნობების თანახმად, ზოგის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულ პირებს შორის არის ავტომანქანის სავარაუდო მძღოლი. პოლიციის ცნობით, მძღოლი განზრახ დაეჯახა ხალხს, თუმცა ინციდენტისათვის არ მიუციათ „ტერაქტის“ კვალიფიკაცია. ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია დაკავებულთა ვინაობაზე, ან შესაძლო მოტივზე. მელბურნის ხელმძღვანელობამ გააუქმა საშობაო ღონისძიებები, რომლებიც ხუთშაბათ საღამოსთვის იყო დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG