Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი „უკანონოდ“ მიიჩნევს აშშ-ის სანქციებს რამზან კადიროვის წინააღმდეგ


მოსკოვი „უკანონოდ“ და „არამეგობრულად“ მიიჩნევს სანქციებს, რომლებიც აშშ-მა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს დაუწესა. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა 21 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, მოსკოვი, სავარაუდოდ, საპასუხო ზომას მიმართავს. წინა დღეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის კიდევ ხუთ მოქალაქეს, მათ შორის კადიროვს დაუწესა ფინანსური და მოგზაურობასთან დაკავშირებული სანქციები, რომლებსაც ითვალისწინებს აშშ-ში 2012 წელს მიღებული „მაგნიტსკის აქტი“. ის მიმართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული პირების წინააღმდეგ. კადიროვს ადანაშაულებენ ადამიანების წამებასა და გაუსამართლებლად ლიკვიდირებაში. სერგეი მაგნიტსკი იყო რუსი იურისტი, რომელმაც აღმოაჩინა მსხვილი კორუფციული სქემა რუსეთის მმართველ წრეებში და ამის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში, დაკავებულ იქნა. ის 2009 წლის ნოემბერში გარდაიცვალა მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. როგორც მისი ოჯახი და მეგობრები ამტკიცებენ, საპატიმროში მაგნიტსკის სცემდნენ, აწამებდნენ და არ უწევდნენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.

XS
SM
MD
LG