Accessibility links

კატალონიაში იმართება არჩევნები დამოუკიდებლობის შესახებ სადავო რეფერენდუმის შემდეგ


კატალონიაში იმართება ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ესპანეთის მთავრობამ დანიშნა ამ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ სადავო რეფერენდუმის შემდეგ. რიგგარეშე არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან პარტიები დამოუკიდებლობის საკითხში ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებით. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვთ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს. მას შემდეგ, რაც კატალონიაში ჩატარდა, მადრიდის აზრით, უკანონო რეფერენდუმი და სეპარატისტმა ლიდერებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ოქტომბრის ბოლოს ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ რეგიონის ავტონომია გააუქმა, ადგილობრივი მთავრობა გადააყენა და დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. მადრიდმა ამბოხებაში დაადანაშაულა 13 კატალანელი სეპარატისტი პოლიტიკოსი, მათ შორის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი, რომელიც ოთხ მინისტრთან ერთად ბელგიაში გაიქცა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG