Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთისათვის ჯაშუშობაში


უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარი სამმართველო, კიევი
უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარი სამმართველო, კიევი

უკრაინაში დააკავეს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ჰროისმანის თანაშემწე, სტანისლავ ეჟოვი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანით. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვადიმ დენისენკომ, უკრაინის ტელევიზიას 21 დეკემბერს უთხრა, რომ ეჟოვი წინა დღეს იქნა დაკავებული. მედიის ინფორმაციით, ეჟოვი თან ახლდა ხოლმე ჰროისმანს უცხოეთში ვიზიტების დროს და ხშირად უწევდა მას თარჯიმნობასაც. მანამდე ის მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უკრაინაში აშშ-ის საელჩოში. ვარაუდობენ, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტია. უკრაინის უშიშროების სამსახურმა 20 დეკემბერს გამოაცხადა, რომ დააკავა მთავრობის თანამშრომელი „აგრესორი ქვეყნის უშიშროების სამსახურის“ სასარგებლოდ მუშაობაში ეჭვმიტანით. ამ განცხადებაში არ გაუმხელიათ დაკავებულის ვინაობა.

XS
SM
MD
LG