Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარვარდის უნივერსიტეტი დააჯილდოვებს რუს ჟურნალისტს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია ჩეჩნეთში გეების დევნაზე


რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი ელენა მილაშინა, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი მამაკაცების დევნაზე, მიიღებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯილდოს პატიოსანი ჟურნალისტიკისათვის. ჰარვარდის ნეიმენის სახელობის კურსის სტიპენდიანტებმა 20 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ, ამავე დროს, „სპეციალური ხსენება“ ერგება აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტს, რადიო თავისუფლების თანამშრომელ ხადიჯა ისმაილოვას, რომელსაც ასევე განიხილავდნენ მთავარი ჯილდოს ლაურეატობის კანდიდატად. საბოლოოდ ჰარვარდში არჩევანი შეაჩერეს რუსეთის გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტ ელენა მილაშინაზე „რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ინფორმაციის გავრცელებისათვის, გავლენიანი პირების მუქარის მიუხედავად“. ჰარვარდის უნივერსიტეტის ნიემენის სახელობის კურსის სტიპენდიანტები აღნიშნავენ აგრეთვე მილაშინას დამსახურებას ჩეჩნეთში 2009 წელს უფლებადამცველ ნატალია ესტემიროვას მკვლელობის გამოძიებაში.

XS
SM
MD
LG