Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის პოლიცია ტერორიზმს არ უკავშირებს მელბურნში მანქანის ხალხში შევარდნას


მელბურნი, 2017 წლის 21 დეკემბერი: პოლიციელი აკავებს ეჭვმიტანილს, ფეხით მოსიარულეებისათვის მანქანის დაჯახების შემდეგ
მელბურნი, 2017 წლის 21 დეკემბერი: პოლიციელი აკავებს ეჭვმიტანილს, ფეხით მოსიარულეებისათვის მანქანის დაჯახების შემდეგ

ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც მანქანა განზრახ დააჯახა ფეხით მოსიარულეებს, არის ავსტრალიის მოქალაქე, წარმოშობით ავღანელი. პოლიციის თანახმად, არაფერი მიუთითებს მელბურნში 21 დეკემბერს მომხდარი ამ ინციდენტის ტერორიზმთან კავშირზე. 32 წლის ეჭვმიტანილი დაკავებულია. დაშავდა, სულ ცოტა, 19 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმედ. პოლიციის წარმომადგენლის თანახმად, ეჭვმიტანილზე იციან, რომ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, იციან აგრეთვე რამდენიმე მცირე კანონდარღვევის შესახებ. გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, ჰქონდა თუ არა თავდასხმასთან კავშირი ადგილზე დაკავებულ კიდევ ერთ მამაკაცს. იანვარში ექვსი ადამიანი დაიღუპა მელბურნში, ფეხით მოსიარულეებში მანქანის შევარდნის შედეგად. პოლიციის ცნობით, არც ეს ინციდენტი უკავშირდებოდა ტერორიზმს.

XS
SM
MD
LG