Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ კვლავ დაადანაშაულა კორუფციაში კრემლის პრეს-მდივანი პესკოვი


დმიტრი პესკოვის სახლი მოსკოვში
დმიტრი პესკოვის სახლი მოსკოვში

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ კვლავ დაადანაშაულა კორუფციაში რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი. ოპოზიციონერმა გამოაქვეყნა მასალები პარიზის ბინაზე, რომელიც 2016 წლის სექტემბერში იყიდეს 125 მლნ რუბლად (2 მილიონ 137 ათას ამერიკულ დოლარად). ბინა გაფორმებულია კომპანიაზე, რომელიც ეკუთვნის პესკოვის ყოფილ ცოლს, ეკატერინა სოლოცინსკაიასა და მის ქალიშვილს, ელიზავეტა პესკოვას. ბინის საყიდლად გადახდილი ფულის წარმომავლობა უცნობია. თავის წლიურ დეკლარაციებში სოლონიცკაია შემოსავლად ასახელებს გაცილებით უფრო ნაკლებს - ორიდან ექვს მილიონამდე რუბლს. ოპოზიციონერი ამბობს ასევე, რომ პარიზის ბინის შესაძენად სოლონიცკაია ვერ გამოიყენებდა სხვა უძრავი ქონების გაყიდვით მიღებულ თანხას, რადგან ყველაზე ძვირი უძრავი ქონება, რომელიც მას ეკუთვნის, არის მისი ბინა მოსკოვში. „ერთადერთი რეალური ვარიანტია ის, რომ ქურთი და მექრთამე პესკოვი ცოლს გაეყარა და თავის ქალიშვილსა და ყოფილ ცოლს მისცა რამდენიმე მილიონი ევრო ცხოვრების მოსაწყობად“, - ამბობს ნავალნი. მას ადრეც დაუდანაშაულებია პესკოვი კორუფციაში, როცა ავრცელებდა ინფორმაციას თითქმის 40 მილიონი რუბლის ღირებულების მაჯის საათზე. ოპოზიციონერი აცხადებს ასევე, რომ პესკოვს მოსკოვის პრესტიჟულ რაიონში აქვს სახლი, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიარდ რუბლს აღწევს (8,55 მილიონ დოლარს).

XS
SM
MD
LG