Accessibility links

მოსკოვის სასამართლომ არასანქცირებული აქციის ჩატარებაში დამნაშავედ ცნო „პუსი რაიოტის“ წევრი


მოსკოვში სასამართლომ საზოგადოებისათვის სასარგებლო 40 საათი შრომა მიუსაჯა ფემინისტების პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრს, მარია ალიოხინას, რომელიც დამნაშავედ ცნო არასანქცირებული აქციის ჩატარებაში. ალიოხინა დააკავეს 20 დეკემბერს მოსკოვში, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან, სადაც გაშლილი ჰქონდა პლაკატი „გილოცავთ დაბადების დღეს, ჯალათებო!“ აქცია გაიმართა რუსეთის უშიშროების სამსახურის წინამორბედი ორგანიზაციის დაარსების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით. 20 დეკემბერს რუსეთში აღნიშნავენ „ჩეკისტების დღეს“. ალიოხინასთან ერთად დააკავეს ფოტოგრაფები ანდრეი ზოლოტოვი და დენის ბოჩკარიოვი. 20 მოსკოვის ცენტრში, ლუბიანკაზე, სადაც უშიშროების ფედერალური სამსახურის სათავო ოფისი მდებარეობს, დააკავეს ტელეარხ „დოჟდის" ჟურნალისტებიც, რომლებიც იღებდნენ სხვა საპროტესტო აქციას. ის ჩაატარა დმიტრი ენტეომ, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს „მართლმადიდებელ აქტივისტს“. მან უშიშროების სამსახურის შენობას მიაკრა წარწერა „აქ ჩეკისტები ხალხს ხოცავდნენ“. 20 დეკემბერს რუსეთის სხვა ქალაქებშიც ჩატარდა აქციები საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. ამ შემთხვევებში პოლიციას არ მიუმართავს ზომებისათვის აქციების შესაჩერებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG