Accessibility links

ევროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გააგრძელა რუსეთის საწინააღმდეგო ზომების ვადა


ევროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა რუსეთის საწინააღმდეგო ზომები, რომლებიც 2014 წლიდან მოქმედებს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გამო. ევროკავშირის საბჭომ 21 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ოფიციალურად გააფორმა ევროკავშირის ლიდერების გასული კვირის გადაწყვეტილება სანქციების ვადის 2018 წლის ივლისამდე გაგრძელების შესახებ. ზომები მიმართულია, ძირითადად, საბანკო და ენერგეტიკული სფეროების წინააღმდეგ. 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მათ წელიწადში ორჯერ ახანგრძლივებენ.

XS
SM
MD
LG