Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეაში ხანძარმა შეიწირა 28 ადამიანი


სამხრეთ კორეის ქალაქი იეჩონი, 2017 წლის 21 დეკემბერი: ხანძარი რვასართულიან შენობაში
სამხრეთ კორეის ქალაქი იეჩონი, 2017 წლის 21 დეკემბერი: ხანძარი რვასართულიან შენობაში

სამხრეთ კორეიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 28 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა რვასართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. შიშობენ, რომ დაღუპულების რიცხვი გაიზრდება, რადგან მეხანძრეებს ჯერ არ დაუსრულებიათ მუშაობა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი სამხრეთში მდებარე ქალაქ იეჩონის ამ შენობაში. მოახლოებული ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ 21 დეკემბერს სწორედ იეჩონზე უნდა გაევლო ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას, მაგრამ ღონისძიება გაუქმებულ იქნა ქალაქში მომხდარი ტრაგედიის გამო. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს სამხრეთ კორეის ქალაქი ფიონგჩანგი უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG