Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსაჯებისა და მწვრთნელების დაკავება უკავშირდება საკალათბურთო მატჩების ჩაწყობას


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება უკავშირდება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს. განცხადების თანახმად, 2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც დაკავებული პირები დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს. გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე ვადით.

XS
SM
MD
LG