Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „აგრესიულად“ მიიჩნევს აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „აგრესიული“ უწოდა აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა. პუტინის თქმით, რუსეთი ამ დოკუმენტს გაითვალისწინებს თავისი მოქმედებების დროს. პუტინმა 22 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას თქვა, რომ აშშ და ნატო ზრდიან ევროპაში თავიანთ სამხედრო ძალებს, რასაც „აგრესიული ხასიათი“ აქვს. იქვე პუტინმა აშშ-ს ბრალად დასდო, რომ აპირებს გასვლას ბირთვული იარაღის შესახებ ხელეშკრულებიდან, რომელიც კრძალავს საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედების ბირთვულ და კონვენციურ რაკეტებს. რუსეთი და აშშ ერთმანეთს ადანაშაულებენ ამ ისტორიული ხელკეშრულების საწინააღმდეგო ზომებში და აცხადებენ, რომ საფრთხე ემუქრება ხელშეკრულების არსებობას. პუტინის განცხადებით, რუსეთის ბირთვულ არსენალს აქვს უნარი, "სტრატეგიულად შეაკავოს" ნებისმიერი საფრთხე. დონალდ ტრამპმა 18 დეკემბერს წარმოადგინა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტი შეიცავს გაფრთხილებას, რომ რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ ისეთი მსოფლიოს გამოძერწვას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის ღირებულებებთან და ინტერესებთან

XS
SM
MD
LG