Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ექვსი პოლიციელი დაიღუპა თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად


სამხრეთ ავღანეთში ექვსი პოლიციელი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ამავე თავდასხმისას, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო, დაიჭრა ცხრა ადამიანი, მათ შორის ხუთი მძიმედ. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ყანდაარის პროვინციაში 22 დეკემბრის დილას განხორციელებულ ამ თავდასხმაზე. ოფიციალური პირების ცნობით, ავტომანქანა აფეთქდა პოლიციის სათავო ოფისის შესასვლელში, მაივანდის პროვინციაში. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ავღანეთში იმატა უშიშროების ძალების ობიექტებზე თავდასხმებმა. ყანდაარში თავდასხმის ფონია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მოულოდნელი ვიზიტი ავღანეთში.

XS
SM
MD
LG