Accessibility links

„ამნესტი“: ზოგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ძლიერდება „მტრული“ დამოკიდებულება ლგბტ პირთა დამცველების მიმართ


ავტორიტეტიან უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლის“ ინფორმაციით, ზოგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ძლიერდება „მტრული“ დამოკიდებულება ლგბტ პირთა უფლებების დამცველი ჯგუფების მიმართ. „ამნესტიმ“ 22 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც „სულ უფრო დისკრიმინაციულ გარემოში“ უწევთ მუშაობა ლგბტ პირთა უფლებების დამცველებს სომხეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. „ამნესტის“ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი როგორც აღნიშნავს, ლგბტ პირები აქამდეც განიცდიდნენ დისკრიმინაციას ამ ოთხ ქვეყანაში, მაგრამ მდგომარეობა გაუარესებულია „რუსეთის გავლენისა და მისი მედიასაშუალებების ზემოქმედების“ გამო. რუსეთის შემთხვევაში „ამნესტი“ საუბრობს „ლაშქრობაზე“ „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ წინააღმდეგ და აღნიშანავს, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსეთის ოთხი უახლოესი მოკავშირის - სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის - მთავრობები სულ უფრო ამკაცრებენ კურსს ლგბტ პირთა უფლებების საკითხში.

XS
SM
MD
LG