Accessibility links

მაიკ პენსი ხედავს „რეალურ პროგრესს“ ავღანეთის ომში


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელიც მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცები შეაქო 16-წლიან ომში მიღწეული „რეალური პროგრესისთვის“. მისი შეფასებით, ავღანეთისთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი სტრატეგია წარმატებულია. პენსი 21 დეკემბრის გვიან საღამოს ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და აღმასრულებელ ლიდერს, აბდულა აბდულას, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ღანის თქმით, წელს თალიბანის მეტი ლიდერი იქნა მოკლული, ვიდრე კონფლიქტის წინა წლებში მთლიანად. ასევე პენსის თქმით, ავღანელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ მოწინააღმდეგე „დაიღლება დამარცხებებით“ და დათანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებას. დონალდ ტრამპის სტრატეგია ითვალისწინებს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რიცხვის გაზრდას და ამერიკელი სამხედრო ლიდერებისათვის მეტი უფლებამოსილების მინიჭებას თალიბებთან ბრძოლაში. პენსი 21 დეკემბრის საღამოს ჩაფრინდა ქაბულთან მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და ქაბულში ვიზიტის შემდეგ ისევ ბაგრამში დაბრუნდა, სადაც შეხვდა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG