Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით ქვეყანაში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ საპოლიციო კონტროლის შედეგად უკვე დაკავებულია ათი პირი. პოლიციამ მიაკვლია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის იარაღს და საბრძოლო მასალებს, ასევე ნარკოტიკულ საშუალებებს. საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, ცნობის თანახმად, მოქმედებს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG