Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი აცხადებს, რომ საკმარისი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტის პოსტისთვის საბრძოლველად


რუსეთში კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტი და ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ საკმარისი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტის პოსტისთვის საბრძოლველად - მას შემდეგ, რაც მისმა მომხრეებმა რუსეთის 20 ქალაქში გამართეს აქციები და მის მხარდასაჭერად ხელმოწერები შეაგროვეს. კრემლის მწვავე კრიტიკოსს, ნავალნის აკრძალული აქვს 2018 წლის მარტის არჩევნებში მონაწილეობა სისხლის სამართლებრივი ბრალდების გამო, რომელსაც თავად ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ნავალნი არჩევნებში მონაწილეობას შესძლებდა ბრალდების მოხსნის, ან საგანგებო გამონაკლისის დაშვების შემთხხვევაში. ნავალნი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში 24 დეკემბერს გამართულ აქციაზე და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "ცუდი პრეზდიენტი" უწოდა. მის მხარდასაჭერად 800-მდე მოქალაქე იყო თავმოყრილი, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მესვეურებმა ეს შეკრება აკრძალეს. მოსკოვში, ლერმონტოვის სახელობის პარკში გამართულ ნავალნის დასახელების აქციას თვალს ადევნებდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. მსგავსი შეკრებები კიდევ 19 ქალაქში გაიმართა.

XS
SM
MD
LG