Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიეტლში მოსამართლემ აკრძალვა მოუხსნა ლტოლვილებს, რომლებსაც აშშ-ში კავშირები აქვთ


აშშ-ში, სიეტლში ფედერალურმა მოსამართლემ პრეზდიენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვა მოუხსნა ზოგიერთი ლტოლვილს. მოსამართლე ჯეიმს რობარტმა 23 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის (ACLU) და ებრაელთა საოჯახო სერვისის სასარგებლოდ - რომლებიც აცხადებდნენ, რომ ახალი წესები ზოგიერთი მუსლიმური ქვეყნიდან პირებს არ აძლევდა საშუალებას შეერთებოდნენ ოჯახებს, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ აშშ-ში. მოსამართლემ ფედერალურ მთავრობას დაავალა დაამუშაოს ზოგიერთი ლტოლვილის განაცხადები, თუმცა დასძინა, რომ მისი გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილი და მყარი კავშირები აქვს პირთან ან ორგანიზაციასთან აშშ-ში. უახლესი აკრძალვა ამოქმედდა 24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა გაავრცელა ბრძანება, რომლითაც ლტოლვილთა პროგრამა გაგრძელდა, ოღონდ "შემოწმების გაძლიერებული შესაძლებლობებით" და 90-თ დღიანი ვადით. რობარტსის განჩინებით, ადმინისტრაციას შეუძლია გააგრძელოს 90-თ დღიანი შემოწმების პროცესი, მაგრამ არ აქვს უფლება დოკუმენტაცია შეუჩეროს, ან ქვეყანაში არ შეუშვას ლტოლვილები, რომლებსაც აშშ-სთან მყარი კავშირები აქვთ.

XS
SM
MD
LG