Accessibility links

ჩრდილოეთი კორეა "ომის აქტს" უწოდებს გაეროს უახლეს სანქციებს


ჩრდილოეთი კორეა მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა გაეროს მხრიდან მისთვის სანქციების დაწესებას, ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის აკრძალული პროგრამების გამო და მას "ომის აქტი" უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 დეკემბერს განაცხადა: "ჩვენ სრულად უარვყოფთ გაეროს უახლეს სანქციებს... როგორც ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის ძალადობრივ დარღვევას და ომის აქტს, რომელიც ანადგურებს მშვიდობას და სტაბილურობას კორეის ნახევარკუნძულზე და უფრო ფართოდ, რეგიონში." სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, KCNA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო გაეროს ნაბიჯს აფასებს როგორც "სრული ეკონომიკური ბლოკადის ტოლფასს". ამ განცხადებებს ორი დღით უსწრებდა წინ გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან ერთხმად დამტკიცებული ახალი სანქციები ჩრდილოეთი კორეისთვის, გასულ თვეში ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო - რომელსაც, ფხენიანის მტკიცებით, აშშ-ის ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას შეუძლია შეღწევა. ახალი სანქციები მოიცავს ფხენიანში რაფინირებული ნავთობის იმპორტის მნიშვნელოვან შეზღუდვას და 2019 წლის ბოლომდე ჩრდილოეთი კორეის ყველა უცხოეთში მომუშავე მოქალაქის რეპატრიაციას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG