Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა კათოლიკურ სამყაროს მოუწოდა მიგრანტების მიმართ სტუმართმოყვარეობისკენ


რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა, ფრანცისკემ ქრისტიანებს მოუწოდა დევნილებზე მზრუნველობისა და სტუმართმოყვარეობისკენ. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო ღვთისმსახურებისას რომის პაპმა აღნიშნა, რომ ადამიანები გულგრილობისგან უნდა გამოფხიზლდნენ და ხელგაშლილნი შეხვდნენ დევნილებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავისი სამშობლო და ახლობლები. 2017 წლის აპრილში, ფრანცისკემ მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, უარი თქვან მიგრანტების განთავსებაზე სპეციალურ ცენტრებში და მათი დიდი ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებს შეადარა.

XS
SM
MD
LG