Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის და პაკისტანის სადავო ქაშმირის რეგიონში ინდოეთის ოთხი ჯარისკაცი მოკლეს


ინდოეთის არმიის თანახმად, მისი ოთხი სამხედრო იქნა მოკლული სროლის დროს, როცა პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს დე ფაქტო საზღვართან, ორ ქვეყანას შორის სადავო ქაშმირის რეგიონში. ინდოეთის არმიის განცხადებით, 23 დეკემბერს პაკისტანის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს ინდოეთის საგუშაგოს მიმართულებით რაჯურის სექტორში, რაც წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უსაფუძვლო დარღვევას. ცნობით, დახოცილთა შორის ერთი ოფიცერია. პაკისტანის მხრიდან რეაქცია მომხდარს არ მოჰყოლია. ინციდენტის შემდეგ იტყობინებოდნენ ორმხრივი ცეცხლის შესახებ საზღვრის არაერთ მონაკვეთში.

XS
SM
MD
LG