Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ზვიად რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო მისი საქმის განხილვა


ზვიად რატიანი
ზვიად რატიანი

პოეტი ზვიად რატიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისმა ადვოკატმა, ანი ნასრაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ზვიად რატიანს ტვინის შერყევა აქვს და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, ზვიად რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადებულიყო 25 დეკემბერს დანიშნული სხდომა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 17 იანვარს დანიშნა. სამართალდამცავებმა პოეტი ზვიად რატიანი 23 დეკემბერს ღამით, თბილისში დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. თავად ზვიად რატიანი, რომელიც 24 დეკემბერს გაათავისუფლეს, სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს. პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.

XS
SM
MD
LG