Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმა გაეროს ბიუჯეტის 285 მილიონი დოლარით შეკვეცას


აშშ მიესალმა გაეროს 2018-19 წლების ბიუჯეტის 285 მილიონი დოლარით შეკვეცას და მას უწოდა „სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი“. გენერალურმა ასამბლეამ 24 დეკემბერს დაამტკიცა ბიუჯეტი 5396 მილიარდის მოცულობით მომავალი ორი წლისთვის. ეს ოდნავ მცირეა გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მიერ შეთავაზებულ თანხასთან შედარებით. აშშ რჩება გაეროს ბიუჯეტში ყველაზე დიდიწილის გადამხდელი, რომელიც საერთო ბიუჯეტის 22 პროცენტს გაიღებს.

XS
SM
MD
LG