Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის მეფე კატალონიის პარლამენტს მოუწოდებს, არ წავიდეს კონფრონტაციის გზით


ესპანეთის მეფემ ფილიპე მე-6 მოუწოდა კატალონიის ახლადარჩეულ პარლამენტს, უარი თქვას შემდგომ ნაბიჯებზე, რაც მადრიდისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისაკენ იქნება მიმართული. „სამომავლო მოქმედებებმა კიდევ ერთხელ არ უნდა მიგვიყვანოს კონფრონტაციის ან გაუცხოებისაკენ, რაც, როგორც ვიცით, დაპირისპირებას, გაურკვევლობასა და ტკივილს იწვევს“, - განაცხადა ესპანეთის 49 წლის მონარქმა 24 დეკემბერს, საშობაო სატელევიზო მიმართვაში. ამ განცხადების ფონია კატალონიაში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც უმრავლესობას დაეუფლნენ რეგიონის სეპარატისტული პარტიები. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია შეძლებენ თუ არა კარლეს პუჩდემონი და სხვა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლიდერები დაესწრონ სხდომას, რომელიც, ყველაზე გვიან, 23 იანვარს უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG