Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო შეშფოთებულია რუსეთის წყალქვეშა ფლოტის გააქტიურებით


ნატოს ხელმძღვანელობა შეშფოთებულია რუსეთის წყალქვეშა ფლოტის გააქტიურებით ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, რასაც ალიანსი უპრეცედენტოს უწოდებს ცივი ომის შემდეგ. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვირას გერმანელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის წყალქვეშა ფლოტი ბოლო სამი წლის განმავლობაში სამი ახალი ხომალდით გაძლიერდა. რუსეთის წყალქვეშა გემები ყოველწლიურად იმაზე უფრო ხშირად ასრულებენ შორეულ რეიდებს, ვიდრე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთად აღებული", - ამის შესახებ ამერიკელმა გამოცემა „ჰილს“ განუცხადა ნატოს წყალქვეშა ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა. ენდრიუ ლენონმა დასძინა, რომ "ზემოქმედების მძლავრი აპარატურით აღჭუვილი" რუსული გემები ხშირად ძალიან ახლოს მიცურავენ ამერიკის სანაპიროსთან.

XS
SM
MD
LG