Accessibility links

იერუსალიმის ლათინური ეკლესიის სამოციქულო მმართველი ქრისტიანებს მოუწოდებს დარჩნენ წმინდა მიწაზე


იერუსალიმის ლათინური ეკლესიის სამოციქულო მმართველმა ქრისტიანებს მოუწოდა, დარჩნენ წმინდა მიწაზე და გააგრძელონ იქ ცხოვრება. პიერბატისტა პიცაბალამ შუაღამის ღვთის მსახურების ჰომილიისას, წმინდა კატარინას სახელობის მაცხოვრის შობის ტაძარში, ბეთლემში, მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს მიმართა, რომ წარმართონ „თამამი“, ასევე „რეალური და სერიოზული“ პოლიტიკა. პიცაბალამ თავის მიმართვაში, სხვათა შორის, თქვა, ქრისტიანები წმინდა მიწაზე უნდა დარჩნენ მიუხედავად ყოველდღიურ ცხოვრებაში უსაფრთხოების სიმცირისა. კვლევებიდან ჩანს, რომ ქრისტიანები ტოვებენ წმინდა მიწას, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებით. ქრისტეშობის წინა პერიოდში წმინდა მიწაზე ძალადობამ და გაურკვეველმა ვითარებამ, ბევრ ქრისტიანს ხელი ააღებინა დასწრებოდა ცერემონიებს, რომლებიც წელს ხალხის სიმცირით გამოირჩეოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG