Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიაში მოკლეს საკრებულოს წევრი


მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი. პირველი არხი მესტიის მერზე, კაპიტონ ჟორჟოლიანზე დაყრდნობით იუწყება, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მესტიის მკვიდრი, რომელმაც ნიგურიანს ესროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დაწყებულია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით.

XS
SM
MD
LG