Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტები თანახმა არიან ტყვეების გაცვლაზე


UKRAINE – UKRAINIAN Map: The situation in a combat zone at Donbas, 24Dec 2017
UKRAINE – UKRAINIAN Map: The situation in a combat zone at Donbas, 24Dec 2017

უკრაინის ხელისუფლები და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები შეთანხმდნენ ტყვეების დიდი რაოდენობით გაცვლაზე, რომელიც დაგეგმილია 27 დეკემბრისთვის.ტყვეების გაცვლის შესახებ განცხადება გააკეთეს სეპარატისტთა ლიდერებმა, 25 დეკემბერს და ასევე, ტელევიზიით, მოსკოვში შეხვედრის შემდეგ, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა. ამ თემაზე შეხვედრა შედგა მოსკოვში, სვიატო-დანილოვოს მონასტერში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის კირილეს შუამავლობით.ფეისბუკის გზითშემდეგი ხასიათის მოკლე განცხადება გაავრცელა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ირინა ჰარაშჩენკომ. „(სეპარატისტები) 74 უკრაინელს გაათავისუფლებენ 27 დეკემბერს. მათ ჩვენ გავცვლით 306 ტყვეში“.სეპარატისტთა ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ტყვეების გაცვლა მოხდეს ფორმულით:„306 74-ის სანაცვლოდ“. არ არის ცხადი, ეხება თუ არა ეს გაცვლა ომის ყველა ტყვეს. გავრცელებული ცნობით, უკრაინელებს შეპყრობილი ჰყავდათ 306 სეპარატისტი მებრძოლი, ხოლო სეპარატისტებს - მთავრობის 74 ჯარისკაცი. პატრიარქმა კირილემ იმედი გამოთქვა, რომ ტყვეთა ამჟამინდელი გაცვლით დაიწყება პროცესი, რადგან საპატიმროებში მყოფი ყველა პირი არ მოხვდა გასაცვლელების სიაში.

2014 წლის აპრილიდან დონეცკისა და ლუგანსკის იმ ნაწილებში, რომლებიც სეპარატისტთა ხელშია, ათი ათასზე მეტი ადამიანი დაიხოცა. მინსკის შეხვედრაზე, 20 დეკემბერს, რუსეთის, უკრაინის და სეპარატისტთა წარმომადგენლები,ეუთოსთან ერთად, შეთანხმდნენ, რომ 23 დეკემბრიდან ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდებოდა. 25 დეკემბერს ორი მხარე აცხადებდა, რომ მოწინააღმდეგემ დაარღვია ზავი.

XS
SM
MD
LG