Accessibility links

საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ნავალნის არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებაზე


რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, მისი კანდიდატურის წამოყენებაზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთი გადაწყვეტილება კომისიამ გამოიტანა 25 დეკემბერს, რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ. მანამდე რუსმა ოპოზიციონერმა რეგისტრაციის მოსაპოვებლად საარჩევნო კომისიას წარუდგინა მხარდამჭერთა სია. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზად რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასახელა ის გარემოება, რომ ნავალნის არ გასვლის მძიმე მუხლით გამოტანილი სასჯელის ვადა. თებერვალში რუსეთის კიროვის სასამრთლომ ნავალნის ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა სახელმწიფო საწარმო „კიროვლესის“ ქონების დატაცების ფაქტზე. სასჯელის ვადა იწურება 2018 წლის აგვიტოში. ევროპის ადამიანის უფლებათა სასმართლომ ნავალნის მიმართ გამოტანილ განაჩენში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაინახა. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არ აქვს უფლება, გააუქმოს რუსეთის სასამართლოს ხელისუფლების გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG