Accessibility links

რომის პაპი: მსოფლიოში „ომის ქარები უბერავს„


რომის პაპმა, ფრანცისკემ ქრისტეშობის დღის ტრადიციული გზავნილი მშვიდობისკენ მოწოდებას დაუთმო. პაპმა თქვა, რომ „მსოფლიოში ომის ქარები უბერავს“ . ის გამოვიდა მოწოდებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს შექმნის“ პრინციპით მოგვარებისკენ. ქრისტეშობის დღის თავის ტრადიციულ მიმართვაში „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“ პაპმა თქვა, რომ ის ლოცულობს იმისთვის, რომ კორეის ნახევარკუნძულზე დაპირისპირება დასრულდეს. ფრანცისკემ უარყოფითად შეაფასა ვითარება სირიაში და ის კვლავაც ომით დაღდასმულად შეაფასა. მან დაიჩივლა, რომ 15 წელიწადის განმავლობაში ერაყი ომით დაშავდა და დაიშალა. რომის პაპის თანახმად, სრულიად მივიწყებულია კონფლიქტი იემენში. პაპის მოწოდებით, ადამიანების გულები არ უნდა ჩაიკეტოს ისე, როგორც ბეთლემის სასტუმროების კარები დაიხურა მარიამისა და იოსებისთვის, იესოს შობის წინ. ფრანცისკემ, რომელიც კათოლიკეთა მამამთავრის რანგში უკვე მეხუთე ქრისტეშობას აღნიშნავს, ვატიკანში განაცხადა, რომ მან იხილა იესო ბავშვებში, როცა ბირმასა და ბანგლადეშში იმოგზაურა და გამოთქვა მოწოდება, რომ დაცულ უნდა იქნეს უმცირესობათა ღირსება ამ რეგიონში. ბუდისტური ბირმა 600 ათას მუსლიმ როჰინგას დაატოვებინეს ბოლო თვეებში. რომის პაპი რეგიონს სტუმრობდა ახლახან.

XS
SM
MD
LG