Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ორ კანდიდატს უთხრა უარი რეგისტრაციაზე


ორშაბათს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ორ მოქალაქეს უთხრა უარი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილოებისათვის კანდიდატურის რეგისტრაციაზე. საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულ ბიზნესმენ, სერგეი პოლონსკის და კრემლის მხარდამჭერ ჟურნალისტ ოლეგ ლურეს. კომისიის იმავე სხდომაზე ასევე ეთქვა უარი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის. ხელმოწერების შეგროვებაზე კომისიამ დაუშვა პარტიების მიერ წამოყენებული კანდიდატები - ბიზნესმენთა უფლებების დამცველი ბორის ტიტოვი და პარტია „იაბლოკოს“ დამაარსებელი გრიგორი იავლინსკი.

XS
SM
MD
LG