Accessibility links

ევროკავშირი: ნავალნისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა ცუდად აისახება რუსეთის დემოკრატიაზე


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, ოპოზიციის აქტივისტს, ალექსეი ნავალნის აუკრძალოს მონაწილეობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "სერიოზულ ჩრდილს აყენებს რუსეთში პოლიტიკურ პლურალიზმს" და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პერსპექტივას. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა, მაია კოსიანჩიჩმა ეს განცხადება გააკეთა 26 დეკემბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნავალნის ოფიციალურად აუკრძალა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეტოქეობა 2018 წლის მარტის არჩევნებზე. კომისიამ 25 დეკემბერს უარყო ნავანლის განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ მას ამის უფლება არ აქვს მისთვის წარსულში წარდგენილი გაფლანგვის ბრალდების გამო. თავად ნავალნი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. კოსიანჩიჩმა 26 დეკემბერს თქვა, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს ნავალნის არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებაო. "პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკაში მონაწილეობის საწინააღმდეგოდ" - განაცხადა კოსიანჩიჩმა.

XS
SM
MD
LG