Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიციამ უარყო რუსეთის შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე


talks in Astana, December 22, 2017
talks in Astana, December 22, 2017

სირიელი მეამბოხეები და ოპოზიცია უარს ამბობენ მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც რუსეთის შეთავაზებით მომდევნო თვეში უნდა გამართულიყო. სირიის ოპოზიცია მოსკოვს მიიჩნევს სირიის დამნაშავე რეჟიმის მხარდამჭერად ექვსწლიან სამოქალაქო ომში, რომელსაც 330 ათას კაცზე მეტი შეეწირა. 26 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 40-მდე ოპოზიციური პარტია და მეამბოხეთა ჯგუფი, ნათქვამია, რომ მოსკოვი მათგან ითხოვს, უარის თქმას პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნაზე. „ჩვენ ამ მოთხოვნას უარვყოფთ და რუსეთს მივიჩნევთ აგრესორად, რომელმაც ჩაიდინა ომის დანაშაული სირიელი ხალხის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სირიელი მეამბოხეებისა და ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში. მეამბოხეთა ჯგუფში შედის ასევე აჰრარ ალ-შამი, ისლამის არმია და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სხვა დაჯგუფება, რომლებიც ემხრობიან გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG