Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავს დაესხნენ საინფორმაციო სააგენტოს ოფისს


ნატოს ჯარისკაცები ტელეკომპანია "შამშადის" ოფისთან. ქაბული, 2017 წლის 7 ნოემბერი
ნატოს ჯარისკაცები ტელეკომპანია "შამშადის" ოფისთან. ქაბული, 2017 წლის 7 ნოემბერი

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა ქაბულში, საინფორმაციო სააგენტოს „ავღანეთის ხმის“ ოფისში მომხდარი აფეთქების შედეგად. „როიტერსი“ ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიჭრა სულ მცირე 18 ადამიანი. ავღანეთის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს. ნოემბერში, ქაბულში თავს დაესხნენ ტელეკომპანია „შამშადის“ ოფისსაც, სადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოცამდე ადამიანი. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ.“ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ავღანეთი რჩება მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად, სადაც 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 35%-ით გაიზარდა ჟურნალისტებზე თავდასხმები.

XS
SM
MD
LG