Accessibility links

რექს ტილერსონი: რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში


რექს ტილერსონი

სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ და მისი გამოსწორება შეუძლებელია უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებამდე. გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ტილერსონი აღნიშნავს, რომ აშშ-ს არ აქვს არანაირი ილუზია რუსეთის რეჟიმის მიმართ. „დღეს აშშ-ს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში შეიჭრა მეზობელ საქართველოსა და უკრაინაში, ხელყოფს დასავლეთის სახელმწიფოების სუვერენიტეტს და ერევა მათ არჩევნებში“ - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის სტატიაში. ამასთან, რექს ტილერსონი აღნიშნავს, რომ საჭიროა რუსეთთან ერთად მუშაობა იმ საკითხებში, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებშია. სახელმწიფო მდივანმა მაგალითად მოიყვანა სირია და იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი შეასრულებს ჟენევის ფორმატით, გაეროს მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური პროცესის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. რექს ტილერსონის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად სირიაში უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლება, სადაც აღარ იქნება ბაშარ ასადის ადგილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG