Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიგრანტთა ჯგუფი სერბიის საზღვართან ღია ცის ქვეშ რჩება


ასზე მეტი დევნილი და მიგრანტი ჯერ კიდევ იმყოფება სერბიის საზღვრისპირა ქალაქ სიდში, სადაც სერბიის პოლიციამ დაშალა მათი საპროტესტო აქცია. რამდენიმე ათეულმა პირმა 26 დეკემბერს საპროტესტო აქცია მოაწყო სერბიისა და ხორვატის საზღვართან და შეეცადა გაეგრძელებინა გზა დასავლეთ ევროპისაკენ. სერბიის პოლიციამ და დევნილთა საქმეების კომისარიატის წარმომადგენლებმა მათ არ მისცეს ამის საშულება, რის გამო მიგრანტთა უმრავლესობას მახლობელ ტყეში მოუხდა ღამის გათენება. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ისინი უზრუნველყვეს საჭმლითა და მედიკამენტებით. სერბიის ტერიტორიაზე მოწყობილ კარვებში 4 ათასამდე მიგრანტი რჩება. ისინი თავს არიდებენ ოფიციალურ რეგისტრაციას, რადგან შიშობენ, რომ მოხდება მათი დეპორტაცია მაკედონიაში, საიდანაც მათ უკან, ავღანეთსა და პაკისტანში, დააბრუნებენ.

XS
SM
MD
LG