Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ გამორიცხავს კრიპტოვალუტის გამოშვებას


რუსეთის ცენტრალური ბანკის თანახმად, უწყებაში განიხილავენ ციფრული ვალუტის გამოშვებას რუსეთის ლიდერობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და „ბრიკსის“(ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის) ქვეყნებისათვის. რუსეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პირველი მოადგილის, ოლგა სკორობოჰატოვას თქმით, ამ პრობლემის შესწავლა და რუსეთის პარტნიორებთან კონსულტაციები სავარაუდოდ 2018 წელს დაიწყება. "არსებობს ბევრი ტექნოლოგიური და მაკროეკონომოიური ასპექტი ასეთი ზენაციონალური კრიპტოვალუტის შემოსაღებად“, - განუცხადა სკორობოჰატოვამ 28 დეკემბერს ჟურნალისტებს. მანამდე რუსეთის ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ კრიპტოვალუტა არ იქნება გამოყენებული, როგორც ანგარიშსწორების მეთოდი. არამედ, როგორც ინვესტირებისათვის საჭირო უძრავი ქონება.

XS
SM
MD
LG