Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში 12 პირს მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა „ნარდარანის საქმეზე“


ბაქოს სასამართლომ 12 პირს მიუსაჯა ხანგრძლივი პატიმრობა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ტერორიზმის, მთავრობის დამხობის, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების მუხლით აღიძრა. ეს არის „ნარდარანის საქმეზე" გასამართლებული ბოლო ჯგუფი, რომლის წევრები 12-15 წელს დაჰყოფენ საპატიმროებში. მსჯავრდებულთა ადვოკატებმა განაჩენს უწოდეს უკანონო და აპირებენ მის გასაჩივრებას. სამართალდამცველებმა ჯამში 87 კაცი დააკავეს 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული რეიდების შედეგად, ბაქოს მახლობლად მდებარე სოფელ ნარდარანში, სადაც შეტაკების შედეგად შვიდი კაცი, მათ შორის პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. გასამართლებულთა შორისაა ფუად ყარამანლი, ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე და ტალეჰ ბაგირზადე, მუსლიმთა ერთობის მოძრაობის ლიდერი. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანის ლიდერი ილხამ ალიევი გახმაურებულ საქმეებს იყენებს ოპოზიციის გასაჩუმებლად.

XS
SM
MD
LG